ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

მასწავლებელთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამები გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს კონკურსს პროგრამებზე - ”ასწავლე საქართველოსთვის” და ”კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონების სკოლებში”.

საერთო სამაგისტრო გამოცდა 2010

10 მაისს სრულდება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მსურველთა რეგისტრაცია. პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სტრუდენტთა დაფინანსების პრინციპებზე ბრიფინგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გამართეს.

მანდატურებს სამედიცინო დაზღვევის პოლისები უფასოდ გადაეცათ

თბილისის შვიდ საპილოტე სკოლაში მომუშავე ოცდაორ მანდატურს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამედიცინო დაზღვევის ჯგუფის ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიას’’ აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ლაგვილავამ სამედიცინო დაზღვევის პოლისები გადასცეს.

2010 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის მზადება დაიწყო

საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის პირველი შესარჩევი ტურები მათემატიკასა და ფიზიკაში თბილისის №98 საჯარო სკოლაში შემდეგი განრიგით გაიმართება: მათემატიკასა და ფიზიკაში I და II ტურები: 1 და 2 მაისი. III და IV ტურები - 12 და 13 მაისი;

საერთაშორისო მხარდაჭერა განათლების სისტემას

საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენელები ჩვენი ქვეყნის განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმას, ასევე, 2010-2011 წლების ახალ ინიციატივებსა და გამოწვევებს გაეცნენ.

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების მემორიალური დაფა გაიხსნა

ქალაქ რუსთავის №7 საჯარო სკოლაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების კახაბერ თავგორაშვილისა და ვახტანგ გზირიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა.

ახალი საცურაო აუზი 7 საჯარო სკოლას მოემსახურება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 94-ე საჯარო სკოლაში საცურაო აუზი გახსნა. ახალი აუზი ერთადერთია ისანი-სამგორის დასახლებაში და გარკვეული შეღავათებით შვიდ საჯარო სკოლის მოსწავლეებს მოემსახურება.

საქართველოში ინგლისურენოვანი მოხალისე მასწავლებლები ჩამოვიდნენ

,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ პროექტის პარალელურად ამერიკული ორგანიზაცია ,,მშვიდობის კორპუსი’’ საქართველოში მოხალისე ინგლისურენოვანი მასწავლებლების მოზიდვას წარმატებით ახორციელებს.

პროექტ ,,ალუმნაის’’ შედეგების გამოქვეყნება გრძელდება

პრეზიდენტის ინიცირებული პროექტის ,,წარმატებული კურსდამთავრებულების კლუბის - ALUMNI-ის’’ შედეგების გამოქვეყნება გრძელდება. ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა თელავის №1 საჯარო სკოლას ეწვივნენ და ,,ALUMNI-ის’’ შედეგები გააჟღერეს.

პროექტ ,,ალუმნაის’’ პირველი შედეგები

პრეზიდენტის ინიცირებული პროექტის ”წარმატებული კურსდამთავრებულების კლუბის - ALUMNI-ს” პირველი შედეგები უკვე ცნობილია. მათ შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №1 საჯარო სკოლაში პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და ,,ალუმნაი’’ კლუბის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა.

ეროვნული შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

საქართველოს საჯარო სკოლებში ეროვნული შეფასება ჩატარდა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რა ცოდნა და უნარები აქვთ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მეცხრე კლასელ მოსწავლეებს.

დაიცავი მომავალი თაობა - მანდატურთა კანდიდატების რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის საჯარო სკოლებისთვის მანდატურების შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება 20-დან 45 წლამდე დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ.

ქართველ მოჭადრაკეთა გამარჯვება ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატში გამარჯვებულ მოსწავლეებს პორტატული კომპიუტერები გადასცა.

წიგნის საერთაშორისო დღე

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის №23 საჯარო სკოლას ეწვია და სკოლის ბიბლიოთეკას სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებთან ერთად ქართველ კლასიკოსთა საყმაწვილო ლიტერატურის კრებული გადასცა.

მინისტრმა პროფესიულ ცენტრში სადურგლო საწარმო გახსნა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პროფესიული სწავლების ცენტრ ”სპექტრში” ახალი სადურგლო საწარმო გახსნა და ავეჯის დამამზადებელი დანადგარის (წნეხის) გამოყენებით, პირველი პროდუქციის - ავეჯის წარმოებისთვის აუცილებელი ლამინატის გამოშვებას დაესწრო.

22-ე საჯარო სკოლაში ”ალუმნაის” კლუბი დაფუძნდა

თბილისის დიმიტრი უზნაძის სახელობის 22-ე საჯარო სკოლაში სამოცი წლის იუბელე გაიამრთა. სკოლა გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას ”ალუმნაის” პროგრამასთან დაკავშირებით და სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულების კლუბი დააფუძნა.

თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში სპორტის გაკვეთილების პილოტირება დაიწყო

პრეზიდენტის ინიციატივით ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები ფიზიკური განათლებისა და სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს ყველა საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, სასწავლო პროცესის დროს არ დაუშვას სკოლის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარება, რათა არ შეფერხდეს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა.

კონკურსში ,,The Best Linguist” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში 2010 წლის 19 აპრილს ჩატარდა კონკურსის "The Best Linguist” მესამე დასკვნითი ტური, რომელშიც მონაწილეობა 56-მა კონკურსანტმა მიიღო.

სამინისტროსა და სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი უწყებათა პირველმა პირებმა დიმიტრი შაშკინმა და გიორგი ტუღუშმა მოაწერეს.

საქველმოქმედო აქცია თელავის საჯარო სკოლებში

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქ. თელავის მე-9 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც ენდოკრინოლოგიური ცენტრის -”ჯანმრთელი ცხოვრების” ხელმძღვანელმა ელენე გიორგაძემ მოსწავლეებს ფარისებრი ჯირკვლის უფასო ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაუტარა და მოსწავლეთა მშობლებს შესაბამისი რეკომენდაციები მისცა.