სიახლეები

onlinenews.ge-მ ყველაზე ინფორმაციული ვებ-გვერდები გამოავლინა
საინფორმაციო პორტალმა onlinenews.ge-მ ერთი თვის განმავლობაში ინტერნეტ მომხამრებლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე თუ „რომელი სამინისტროს ვებ-გვერდია ყველაზე ინფორმაციული?“ - 10500-მა უნიკალურმა მომხმარებელმა უპასუხა და გამოკითხვის შედეგად შემდეგი გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
მასწავლებლებისათვის დამხმარე სახელმძღვანელო გამოიცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა მასწავლებლებს ახალი დამხმარე სახელმძღვანელო „ბიოლოგია“ წარუდგინეს.
დიმიტრი შაშკინი წალკის მოსახლეობას შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წალკის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან მინისტრის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და იგი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს შეეხებოდა.
ირინე ქურდაძემ 157-ე სკოლის ახალი სპორტული დარბაზი გახსნა
თბილისის №157-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამიერიდან სპორტის გაკვეთილები განახლებულ სპორტულ დარბაზში ჩაუტარდებათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი მოინახულა
დიმიტრი შაშკინმა რუსთავის პროფესიული კოლეჯი მოინახულა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქვემო ქართლის გუბერნატორთან დავით კირკიტაძესთან ერთად ამჯერად, რუსთავის პროფესიულ კოლეჯს ,,მოდუსი“ ეწვია და სასწავლებლის საქმიანობას ადგილზე გაეცნო.
რუსთაველის ფონდი გამოყენებითი კვლევების კონკურსს აცხადებს
გამოყენებითი და ტექნოლოგიური კვლევების შემდგომი ხელშეწყობისთვის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალ კონკურსს აცხადებს. გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია საერთაშორისო ან ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადი მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროდუქტის შექმნა.
ტვინინგის პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგი) პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა.
დიმიტრი შაშკინმა სტუ-ში რეაბილიტირებული სააქტო დარბაზი გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა სტუ-ს რეაბილიტირებული სააქტო დარბაზი გახსნეს
საქართველოს ყველა რეგიონის პედაგოგები გადამზადდებიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
სკოლის მანდატურებმა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს 8 მარტი მიულოცეს
გორის სკოლის მანდატურები აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის ჯიმშერ ტოროშელიძის ოჯახს ესტუმრნენ, მის მეუღლეს ნათელა გოგიძეს 8 მარტი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
CERN-ში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა მასწავლებელთათვის სემინარი გამართა
ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN-ში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა, ფიზიკოსმა გიორგი დვალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფიზიკის მასწავლებელთათვის სემინარი გამართა. სემინარის მიმდინარეობას მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.
ზოგადი უნარების გამოცდისთვის დამხმარე ვიდეო მასალა მომზადდა
საქართველოს პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის ინიციატივით, ეროვნული გამოცდებისათვის დამხმარე ვიდეო მასალა შეიქმნა. უახლოეს მომავალში სამინისტრო დამხმარე ვიდეო ფილმების მომზადებას სხვა საგამოცდო საგნებშიც გეგმავს.
მინისტრი ინგლისურენოვან პედაგოგებთან შეხვედრას განაგრძობს
მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) წარმომადგენლები იმ უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს შეხვდნენ, რომლებიც იმერეთისა და გურიის რეგიონების საჯარო სკოლებში ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ინგლისურ ენას ასწავლიან.
47-ე საჯარო სკოლაში ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა
თბილისის №47-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამიერიდან სპორტის გაკვეთილები განახლებულ სპორტულ დარბაზში ჩაუტარდებათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი მოინახულა
”საქართველოს განათლების კვირეული 2011” მიმდინარეობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით, 2011 წლის 5-13 მარტს, უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების პირველი გამოფენა ”საქართველოს განათლების კვირეული 2011” იმართება.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნეირების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის მიმდინარეობას დაესწრო.
ირინე ქურდაძე ინტერნეტრეგისტრაციის პროცესს დაესწრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის №1 ექსპერიმენტალურ სკოლაში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ინტერნეტით რეგისტრაციის პროცესს დაესწრნენ.
ამერიკელი პედაგოგი ქართულ სასწავლო პროცესზე საუბრობს
ინგლისურენოვანი პედაგოგების საქართველოში პერიოდულად ჩამოსვლის პარალელურად, აქ მყოფი უცხოელი მოხალისეები პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან„ წარმატებაზე და ქართულ სტუმართმოყვარეობაზე საუბრობენ.
51-ე საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო ლაბორატორია გაიხსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ამჯერად, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ახალი ლაბორატორია გახსნა. სკოლისათვის თანამედროვე საბუნებისმეტყველო სასწავლო თვალსაჩინოებებისა და აპარატურის გადაცემა ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
იმერეთის რეგიონში სამთო-საინჟინრო მიმართულების სასწავლებელი ამოქმედდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის ტყიბულის სამთო ტექნოლოგიური ინსტიტუტი მოინახულეს, რომელიც ფუნქციონირებას 2011 წლის პირველი მარტიდან შეუდგა.
მინისტრმა დედის დღე ღვაწლმოსილ პედაგოგს პირადად მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 54-ე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელს, დამსახურებულ პედაგოგს ქალბატონ თამილა ხელაშვილს სახლში ეწვია, დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.სიახლეები ვერ მოიძებნა.