სიახლეები

მინისტრი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამჯერად, ისანი-სამგორის რაიონის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რაიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, პარლამენტარი გიორგი ხასნელიძე, საკრებულოს დეპუტატები და ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები.
სასკოლო ფესტივალი ,,ოლიმპოს მწვერვალი” გაიმართება
საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე საერო სკოლა ”ოლიმპში” ბერძნული კულტურის სასკოლო ფესტივალ ,,ოლიმპოს მწვერვალის” გახნას დაესწრო.
სომხეთთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
სომხეთის მინისტრმა პირველი ექსპერიმენტალური სკოლა მოინახულა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრ არმენ აშოტიანთან ერთად, თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლას ეწვია, სადაც სომხეთის მინისტრს და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს პირველკლასელთათვის განკუთვნილი ახლადაშენებული კორპუსი დაათვალიერებინა.
თბილისში სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლმენტის სხდომა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა არმენ აშოტიანმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა გახსნეს.
სკოლამდელი აღზრდის ახალი სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე სკოლამდელი აღზრდის ახალი სახელმძღვანელოების პრეზენტაციას დაესწრნენ.
მინისტრმა პროფესიული კოლეჯი ”იკაროსი” მოინახულა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მორიგ პროფესიული სწავლების ცენტრ ”იკაროსს” ეწვია. ცენტრი ორიენტირებულია საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასა და დამსაქმებლის მოთხოვნაზე- მოამზადოს კვალიფიციური კადრი ტურიზმისა და სერვისის ყველა მოთხოვნადი სფეროსთვის.
საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საატესტატო გამოცდებისათვის მზადებას განაგრძობს. საატესტატო გამოცდები ჩატარდება როგორც საჯარო ასევე, კერძო სკოლების ბაზაზე.
სამაგისტრო პროგრამა გამოყენებით ბიომეცნიერებებში პრეზენტაცია გაიმართა
ევროკავშირის TEMPUS-ის პროექტის -“სამაგისტრო პროგრამა გამოყენებით ბიომეცნიერებებში”-პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი დაესწრნენ.
”შეისვენე და მოიგე!” - სახალისო კონკურსი მოსწავლეთათვის
„შეისვენე და მოიგე“ ასე ჰქვია ჯანსაღი და უსაფრთხო კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „გოგლი-მოგლის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსს, რომელიც თბილისის 53-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის დღეს დაიწყო. კონკურსის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.
მინისტრმა ბათუმში საზღვაო აკადემია დაათვალიერა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბათუმის საზღვაო აკადემიას ესტუმრა და სწავლის პროცესს გაეცნო. მინისტრმა სტუდენტებთან და პედაგოგებთან შეხვედრისას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და ახალ გამოწვევებზე ისაუბრა.
მინისტრი ინგლისურენოვან პედაგოგებს აჭარაში შეხვდა
მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) წარმომადგენლები იმ უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს შეხვდნენ, რომლებიც აჭარის რეგიონების საჯარო სკოლებში ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ინგლისურ ენას ასწავლიან.
მოსწავლეებმა იაპონელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს
2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, იაპონიის საელჩოსთან თბილისის 64-ე, 72-ე, 47-ე და 151-ე საჯარო სკოლების 100-მდე მოსწავლე თანაგრძნობის ბარათებითა და ყვავილებით მივიდა.
სკოლის მანდატურებმა სისხლი უანგაროდ ჩააბარეს
ზუგდიდისა და ფოთის სკოლის მანდატურებმა ზუგდიდის მრავალპროფილიან საავადმყოფოში სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. მანდატურების მიერ ჩაბარებული სისხლი ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებას მოხმარდება, ჩაბარებული სისხლის გამოყენება შეეძლება ონკოლოგიურად დაავადებულ ნებისმიერ ბავშვს.
დიმიტრი შაშკინი რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან მინისტრის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და იგი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს შეეხებოდა.
ფუნდამენტური კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ფუნდამენტური კვლევებისთვის ახალ, სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია ახალი ან უფრო სრულყოფილი ცოდნის მიღება ამა თუ იმ სამეცნიერო დარგში.
გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალური განცხადება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ ტესტებთან დაკავშირებით, სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, გამოცდების მოახლოებასთან ერთად პრესის ჯიხურებში გამოჩნდა პერიოდული გამოცემები, რომლებიც ახალგაზრდებს გამოსაშვები თუ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის "მოსამზადებელ ტესტებს" სთავაზობს (,,აბიტურიენტი", ,,სასკოლო ტესტები" და სხვ).
ქართულის, როგორც უცხო ენის სტანდარტი შეიქმნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პირველად საქართველოში ქართულის, როგორც უცხო ენის სტანდარტი შემუშავდა. პროექტის შექმნის შესახებ ინიციტივით სამინისტროს ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ მიმართა.
მინისტრმა მორიგი პროფესიული კოლეჯი მოინახულა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ამჯერად, ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი (IT) მოინახულა. IT ცენტრი ერთადერთია საქართველოში, სადაც მხოლოდ ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სახელობო პროგრამები სამი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება
53 სასკოლო სამოქალაქო კლუბი შეიქმნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერები მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი თბილისის №72 საჯარო სკოლაში სასკოლო სამოქალაქო კლუბების პრეზენტაციას დაესწრნენ. კლუბები სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.
,,ჯანმრთელი და უსაფრთხო სკოლის’’ თემაზე პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და პირველი ლედის პატრონაჟით, თბილისის პირველ საჯარო სკოლაში ,,ჯანმრთელი და უსაფრთხო სკოლის (ჯუს)’’ პროექტის ფარგლებში პრეზენტაცია გაიმართა.სიახლეები ვერ მოიძებნა.