ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდა სერტიფიცირებულ პედაგოგებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის მიმდინარეობას გაეცნენ. ინგლისური ენისა და კომპიუტერის გამოცდაში მხოლოდ სერტიფიცირებული მასწავლებლები მონაწილეობენ.

მანდატურებმა მოსწავლეებთან ერთად ხეები დარგეს

„დარგე ხე, გაამწვანე თბილისი“ აქციის ფარგლებში მანდატურებმა მოსწავლეებთან ერთად თბილისის ოთხ საჯარო სკოლაში ხეები დარგეს. კედარებისა და კიპარისის ნერგები №151, №147 , № 186 და №187 სკოლებში დაირგო.

’’ვიკითხოთ წიგნები’’ - საგანმანათლებლო პროექტი მოსწავლეებისათვის

სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის მერიის მთავარი ბიბლიოთეკა ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს ’’ვიკითხოთ წიგნები’’. პროექტის ფარგლებში დედაქალაქის ბიბლიოთეკებში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები IV-V კლასელ მოსწავლეებს ლიტერატურულ ნაწარმოებებს უკითხავენ.

სკოლებში იტალიური ენის სწავლება გაძლიერდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ და იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ვიტორიო სანდალიმ თანამშრომლობის შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

საჩუქარი აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს

აუტიზმით დაავადებულთა კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა 198-ე საჯარო სკოლის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები მოინახულა და მათ კომპანია ”ბარამბოს” წარმომადგენლებთან ერთად ტკბილეული გადასცა.

პირველ საჯარო სკოლას ძველი სახელი დაუბრუნდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველ საჯარო სკოლას ძველი სახელი - ”თბილისის კლასიკური გიმნაზია” დაუბრუნდა.

მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უფასო გამოკვლევა ჩაუტარდათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში სადაზღვევო კომპანია ,,ალფასა’’ და ,ავერსის საქველმოქმედო ფონდის” მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღო მონაწილეობა.

სამინისტრომ სტაჟიორები სერტიფიკატებით დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 36 სტაჟირებაგავლილ პრაქტიკანტს სერტიფიკატები გადაეცათ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის, საქართველოს ტექნიკური, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და სხვა უმაღლეს სასწავლებლების სტუნდენტებმა და მაგისტრანტებმა 2010 წლის 1 დეკემბრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე სასწავლო პრაქტიკა სამინისტროში და მის დაქვემდებარებაში შემავალ სტრუქტურებში გაიარეს.

საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა ტესტირება დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

სკოლებში ქართველ მეცნიერთა საჯარო ლექციები გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური თბილისის N42 ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ლექციას დაესწრნენ.

ყველა მეთორმეტეკლასელი პრეტესტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში პრეტესტის მიმდინარეობას გაეცნენ.

საფეხბურთო ტურნირი ,,სკოლბურთი” დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და UEFA-ს ვიცე–პრტეზიდენტმა სენეშ ერზიკმა ირაოს სტადიონზე საჯარო სკოლებს შორის საფეხბურთო ტურნირი ”სკოლბურთი” გახსნეს.

საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო

საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კოკურსის მიმდინარეობას დაესწრო. სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კონკურსს 2011 წლის 4 აპრილის ჩათვლით ჩაატარებს.

მანდატურები თბილისის კერძო სკოლებში შევიდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესში“ ხოლო, მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ”ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში” მანდატურები წარადგინეს.

საქართველოში ინგლისურენოვან მასწავლებელთა მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა

საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში, ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. კვალიფიციურ პედაგოგთა ამ ნაკადში დიდი ნაწილი ავსტრალიიდან არის, მათ შორის არიან მოხალისე მასწავლებლები ამერიკიდან, ინგლისიდან, კანადიდან.

განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანებასთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ”საქართველოს განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანების” ხელმძღვანელმა დავით ლაგვილავამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

პროფესიული კოლეჯებისათვის თანამედროვე სასწავლო მასალები მომზადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორის მოადგილემ იაკიმ პარკერმა პროფესიული კოლეჯების პედაგოგებს თანამედროვე სასწავლო მასალები წარუდგინეს.

განათლებაში ტექნოლოგიების ინტეგრაციის თემაზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ განათლებაში ტექნოლოგიების ინტეგრაციის თემაზე ორდღიანი კონფერენცია გახსნა. სამინისტროსა და Microsoft-ის ერთობლივ ღონისძიებას Microsoft-ის წარმომადგენლობის გენერალური მენეჯერი საქართველოში დავით ასათიანი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განათლების მენეჯერი თეოდორ მილევი უძღვებოდნენ.

შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოხალისე პედაგოგებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) წარმომადგენლები იმ უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს შეხვდნენ, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საჯარო სკოლებში ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ინგლისურ ენას ასწავლიან.

შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობასთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა უშუალოდ მთავრობის წარმომადგენლებისაგან მიეღოთ პასუხი იმ შეკითხვებზე, რომლებიც სხვადასხვა სფეროს, მათ შორის განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა.

მანდატურები საქველმოქმედო აქციებს განაგრძობენ

სკოლის მანდატურები და გლდანის 200-ე საჯარო სკოლის მზრუნველობა მოკლებული ბავშვები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ. ღონისძიების ფარგლებში მოზარდებმა ოკუპაციის მუზეუმში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921-1990) ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფოტომასალა და ნივთები დაათვალიერეს.