სიახლეები

ამერიკული აკადემიისათვის ახალი კამპუსი შენდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ახალი კორპუსის საძირკველის ჩაყრის ცერემონიალს დაესწრო. თანამედროვე სტუდენტურ კამპუსს კომპანია ”ლისი დეველოპმენტი” აშენებს ლისის ტბის ტერიტორიაზე.მანდატურები და კომპანია „ბერტა“ ინკლუზიურ სკოლა-პანსიონს ესტუმრნენ
ქუთაისის სკოლის მანდატურებმა და კომპანია „ბერტამ“ სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების ბავშვები მოინახულეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
მინისტრმა სააღდგომო საჩუქრები მე-200 სკოლის მოსწავლეებს მიუტანა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონს ეწვია, ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო საჩუქრები გადასცა.
სააღდგომო საჩუქრები ჭიათურის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და დაასაჩუქრა. გია მამულაშვილმა ბავშვებს სათამაშოებთან ერთად საბავშვო ჟურნალი ”ჯუნიორიც” გადასცა.
სპორტის პოპულარიცაზია გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ტურიზმის სფეროში ახალი პროფესიული სტანდარტები დამტკიცდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მაია სიდამონიძემ ტურიზმის მიმართულებით დამტკიცებული ახალი პროფესიული სტანდარტები წარადგინეს.
სააღდგომო საჩუქრები 198-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ თბილისის №198 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და ტკბილეული გადასცეს.
კლინიკა “მზერამ” მოსწავლეებისთვის საქველმოქმედო აქციები დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ თბილისის №161 საჯარო სკოლაში ”თვალის სნეულებათა კლინიკა მზერას” მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი გიორგი ჩიჩუა.
პრეზიდენტმა ახალი სკოლა გახსნა და პედაგოგებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბორჯომის რაიონის სოფელ ტაძრისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახლი საჯარო სკოლა გახსნა. პრეზიდენტმა სკოლების რეაბილიტაცია და სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა განათლების სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს.
საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევა დაიწყო. 2011 წლის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები 4 დისციპლინაში მიიღებს მონაწილეობას.
სკოლები ყოველთვიურად სისუფთავის აქციებს მოაწყობენ
საქართველოს პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის ინიციატივით, საჯარო სკოლებში ყოველთვიურად სკოლებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქციები მოეწყობა. მასში მონაწილეობას სკოლის მანდატურები, მოსწავლეები, პედაგოგები და კურსდამთავრებულები (მათ შორის ცნობილი) მიიღებენ.
ახალციხელი ბავშვები სტუმრად თბილისში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა ახალციხის №7 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს ლამაზი დღე აჩუქა. ცენტრის ინიციატივით, სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები და მათი პედაგოგები თბილისში ერთი დღით ჩამოვიდნენ.
მინისტრმა IT კოლეჯის წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯის (IT) 40-მდე წარმატებულ კურსდამთავრებულს სერთიფიკატები გადასცა, ყველა მათგანი უკვე დასაქმებულია. ღონისძიებას იმ კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, სადაც კურსდამთავრებულები მუშაობენ.
სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირების შედეგები გამოცხადდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები გამოაცხადეს.
ინგლისურენოვან პედაგოგთა ახალი ჯგუფი საქართველოშია
საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჩამოსვლა გრძელდება. ამჯერად, მორიგი ჯგუფი ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოვიდა.
14 აპრილი დედაენის დღეა
დედაენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე სახელმწიფო სტრუქტურების, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის, უნივერსიტეტების, ენათმეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლებს და ღვაწლმოსილ მეცნიერებს შეხვდა.
იმიტირებული საატესტატო გამოცდები გრძელდება
საატესტატო გამოცდების გენერალური რეპეტიციის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში აკვირდებოდა. საცდელი საატესტატო გამოცდა ამჯერად, ისტორიასა და გეოგრაფიაში ტარდება.
ფოტოკონკურსი პროფესიულ განათლებაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში პროფესიულ განათლებაზე ფოტოკონკურსის პრეზენტაცია გამართა.
გამოსაშვები გამოცდების გენერალური რეპეტიცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი, გამოსაშვები გამოცდების სრული ფორმატით მოდელირების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გენერალურ რეპეტიციას ატარებს.
სასკოლო საჩოგბურთო პროგრამის პრეზენტაზია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფრეთელაძე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხი და საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენელი გორან შევჩენკო თბილისის №1 ექსპერიმენტალურ სკოლაში სასკოლო ჩოგბურთის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ.
საზოგადოებრივი დარბაზის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფრეთელაძემ საზოგადოებრივ დარბაზს განსახილველად ქართულის, როგორც უცხო ენის სტანდარტი წარუდგინა.სიახლეები ვერ მოიძებნა.