სიახლეები

ლევან ღირსიაშვილმა სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
ბაია კვიციანი შანხაიში ურბანული მშენებლობის მენეჯმენტის კოლეჯს ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, შანხაიში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ურბანული მშენებლობის მენეჯმენტის კოლეჯს ესტუმრა.
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის კომისიამ 10 გამორჩეული პედაგოგი გამოავლინა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც 10 გამორჩეული მასწავლებელი შეირჩა.
ზვიად გაბისონიამ ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემებისადმი მიძღვნილი XVIII საერთაშორისო სიმპოზიუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემებისადმი მიძღვნილი XVIII საერთაშორისო სიმპოზიუმის გახსნას დაესწრო.
ბაია კვიციანმა შანხაიში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, შანხაიში WorldSkills Shanghai 2026-ის საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
უწყებათაშორისმა კომისიამ საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების საკითხებზე, მათ შორის თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე, იმსჯელა
სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხელმძღვანელობდნენ.
საქართველოს დელეგაცია შანხაიში WorldSkills-ის საერთაშორისო კონკურსზე იმყოფება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს დელეგაცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას – საერთაშორისო პროფესიული უნარების კონკურსს “WorldSkills 2026” ესწრება, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში იმართება.
გივი მიქანაძემ ქუთაისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ქუთაისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები, მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
გივი მიქანაძემ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გახსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გახსნა.
გივი მიქანაძემ ხარაგაულის, თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ხარაგაულის, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები, მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
ლევან ღირსიაშვილმა კრწანისისა და სამგორის რაიონების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა კრწანისისა და სამგორის რაიონების საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
თამარ მახარაშვილმა მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ 2026 წლის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
თამარ მახარაშვილმა ვაკის რაიონის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ვაკის რაიონის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2026 წლის 21 სექტემბერს დაიწყო და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და მასწავლებლებს შეხვდა.
ბაია კვიციანმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელ იზაბელა კასტროჯიოვანისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ბაია კვიციანმა ხატვის კონკურსის „ეროვნული საგანძური“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი საქველმოქმედო ფონდის „Hong Kong Shine Tak Foundation“ მიერ ორგანიზებული ხატვის კონკურსის „ეროვნული საგანძური“ გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა და მათ საჩუქრები გადასცა.
ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რუსთავში პირველკურსელთა მიღების ღონისძიება გაიმართა
ქალაქ რუსთავში პირველკურსელთა მიღების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის და აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ესწრებოდნენ.
ბათუმში ახლად აშენებული N21-ე საჯარო სკოლა გაიხსნა.
სიახლეები ვერ მოიძებნა.