ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

დიმიტრი შაშკინმა პროფესორი ვაჟა მენთეშაშვილი საპატიო დიპლომით დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია.

ცნობილი მეცნიერები საჯარო სკოლებში სამეცნიერო - პოპულარულ ლექციებს წაიკითხავენ

მეცნიერები X, XI და XII კლასების მოსწავლეებს სამეცნიერო-პოპულარულ სალექციო კურსს წაუკითხავენ და პრაქტიკულ გაკვეთილებს ჩაუტარებენ.

სკოლებში ვირტუალური საგნობრივი ლაბორატორიები ამოქმედდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 186-ე საჯარო სკოლაში ქიმიის გაკვეთილს დაესწრო, რომელიც ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით წარიმართა.

დიმიტრი შაშკინი მანდატურების სწავლების ცენტრს ეწვია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვია, სადაც საჯარო სკოლების მანდატურთა პირველი ნაკადი ორკვირიან ტრენინგს გადის.

ვიდეოკავშირი ოპერატორებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თანამედროვე ვიდეოაპარატურის პრეზენტაცია გაიმართა. დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს წარუდგინა აპარატურა, რომელიც უწყების ცხელი ხაზის ოპერატორებთან ვიდეოკავშირს უზრუნველყოფს.

ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრი დაარსდა

საგანმანათლებლო ცენტრის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა.

2010-2011 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2010-2011 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პროგრამები უკვე დამტკიცებულია.

პროფესიული სწავლების ცენტრის 64 კურსდამთავრებული დასაქმდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, ქუთაისის №1 პროფესიული სწავლების ცენტრის 64 კურსდამთავრებული მარტის ბოლოს შ.პ.ს. ”საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” დასაქმდება.

მინისტრმა კანადაში ვიზიტი სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრით დაასრულა

განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს კანადაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ბოლო შეხვედრა მას ქვეყნის სახელმწიფო მინისტრთან ფლეტჩერთან ჰქონდა.

შეხვედრა ქ. ფოთის საჯარო სკოლების პედაგოგებთან

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი ფოთის პირველ საჯარო სკოლაში ქალაქის 200-მდე პედაგოგს შეხვდა და 2010-2011 წლებში ზოგად განათლებში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

გიორგი ჩახნაშვილი ბათუმის საზღვაო აკადემიას ეწვია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი ბათუმის საზღვაო აკადემიაში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

დიმიტრი შაშკინი კანადაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს. ის დღეს ტორონტოში ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტს ჯული ლინდჰაუტსა და ონტარიოს განათლების მინისტრის მოადგილეს კევინ კოსტანტეს შეხვდა.

ანექსიიდან ოკუპაციამდე-200-წლიანი ბრძოლის ისტორია

საჯარო სკოლებში ახალი კონკურსის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ ბრიფინგი გამართეს.

სანდრა რულოვსმა 72-ე საჯარო სკოლაში გამოფენა დაათვალიერა

საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა თბილისის №72-ე საჯარო სკოლაში სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეთა მონაწილეობით შექმნილი გამოფენა დაათვალიერეს.

პროექტში გამარჯვებული მოსწავლეები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ

თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში პროექტში ”მომავალი შენია” გამარჯვებულ მოსწავლეებს კომპიუტერები, სხვა ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ.

ონ-ლაინ რეჟიმში კონკურსი ,,The Best Linguist” გაიმართა

ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ინგლისურ ენაში კონკურსის - ,,The Best Linguist” მეორე ტური ჩატარდა და მის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ირინე ქურდაძე აკვირდებოდა.

დიმიტრი შაშკინი ოფიციალური ვიზიტით კანადაში გაემგზავრა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამუშაო ვიზიტით კანადაში გაემგზავრა. 22-23 მარტს მინისტრი შეხვედრებს გამართავს კანადის სახელმწიფო მინისტრთან, კანადის პროვინციების განათლების სამინისტროებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებთან.

დიმიტრი შაშკინი ღვაწლმოსილ პედაგოგებს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს სხვადასხვა სკოლების 200-ზე მეტ ღვაწლმოსილ პედაგოგს შეხვდა და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით მათი შეხედულებები მოისმინა.

მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ხელი მოაწერეს ბრძანებას. რომელიც 3 თვის განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის შემუშავებასა და წარდგენას ითვალისწინებს.

მინისტრი პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ისანი-სამგორის რაიონის 200-მდე პედაგოგს თბილისის 98-ე საჯარო სკოლაში შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე ისაუბრეს და კითხვა-პასუხის რეჟიმში განათლების რეფორმასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც განიხილეს.

გამოვლინდა ”ქართული კალიგრაფიის კონკურსის” გამარჯვებულები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ატარებს ”ქართული კალიგრაფიის კონკურსს”.