ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

,,წასაკითხი წიგნების’’ ბუკლეტის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საკრებულოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით ბუკლეტის ,,წასაკითხი წიგნები“ პრეზენტაცია მოეწყო. მწერალი ზაალ სამადაშვილი სკოლის მოსწავლეებს და მათ მშობლებს იმ წიგნების ჩამონათვალს სთავაზობს, რომელთა წაკითხვა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის.

მინისტრმა ტურიზმის პროფესიული სწავლების ცენტრი ”იკაროსი” მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროფესიული სწავლების ცენტრ ”იკაროს”-ს ეწვია და სასწავლებლის საქმიანობასა და ინფრასტრუქტურას გაეცნო. მინისტრი უცხოელ სტუდენტებსაც შეხვდა და ცენტრში სწავლის თაობაზე შეფასებები მათგან მოისმენა.

მრჩეველთა საბჭოს აკადემიკოსი ლევან ალექსიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. მინისტრის თქმით, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების სწორად გატარებისთვის მნიშვნელოვანია მასში საზოგადოების, ექსპერტების, პროფესიონალების ჩართულობა და ყველა რესურსის გამოყენება რაც არსებობს ქვეყანაში.

მინისტრმა ახალციხის მასწავლებლებს, დირექტორებსა და მოსწავლეებს შეხვდა

16 მარტს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქ. ახალციხეს ეწვია და მე-5 საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართა. მინისტრი შეხვედრაზე ქალაქის მასწავლებლებს, დირექტორებსა და მოსწავლეებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე და ამ რეფორმების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ახალგაზრდა მეცნიერების უცხოეთში სტაჟირებას სახელმწიფო დააფინანსებს

ახალგაზრდა მეცნიერებს საშუალება ეძლევათ, გაიარონ სტაჟირება უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში შემდეგი სამეცნიერო სფეროების მიმართულებით: საინჟინრო მეცნიერებები, ფიზიკა და ასტრონომია, ქიმია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, მათემატიკა, მექანიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, აგრარული, სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.

კერძო სკოლებთან ერთად ახალი პროექტი ამოქმედდება

მომავალი სასწავლო წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ”კერძო სკოლათა ასოციაცია” ახალ პროექტს იწყებს. ერთობლივ ინიციატივაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სკოლა-ლიცეუმ ”მწიგნობართუხუცესში” სტუმრობისას განაცხადა.

დიმიტრი შაშკინმა სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური გახსნა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 161- ე საჯარო სკოლაში მათემატიკასა და უცხოურ ენებში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური გახსნა და მის მიმდინარეობას დააკვირდა.

ჰიპერაქტივობის სინდრომით გამოწვეული პრობლემების შემცირება სკოლაში

№1 ექსპერიმენტულ სკოლაში, „სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის“ მიერ განხორცილებული პროექტის „AD/HD-(ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომით) გამოწვეული პრობლემების შემცირება სკოლაში” პრეზენტაცია გაიმართა.

199-ე საჯარო სკოლას ძველი სტატუსი და სახელი დაუბრუნდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 199-ე საჯარო სკოლის (ყოფილი კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა) კურსდამთავრებულთა ”კლუბ კომაროველის” (ALUMNI) წევრებს შეხვდა და სკოლის შემდგომი განვითარების თაობაზე სკოლის წარმომადგენელთა და კლუბის წევრთა წინადადებები მოისმინა.

ინგლისურ ენაზე საჯარო მეტყველებაში ეროვნული კონკურსი გაიმართა

16-დან 20-წლამდე ასაკის ახალგარზდებს შორის ინგლისურ ენაზე საჯარო მეტყველებაში ეროვნული კონკურსი ჩატარდა თემაზე: Speculation on Our Future. პირველი ტური 10 მარტს გაიმართა და მასში 100-მდე მსურველმა მიიღო მონაწილეობა.

ქალაქ მარნეულში რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა

ქ. მარნეულის №7 აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეები ამიერიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში ისწავლიან. სკოლა 2009 წლამდე ფუნქციონირებდა როგორც საბაზო და განთავსებული იყო გასული საუკუნის 30-იან წლებში აგებულ შენობაში.

თბილისის ყველა საჯარო სკოლას სპორტული დარბაზი ან ღია სპორტული მოედანი ექნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრ დიმიტრი შაშკინსა და ქ. თბილისის ვიცე - მერ მამუკა ახვლედიანს შორის, დედაქალაქის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და კეთილმოწყობის თაობაზე სამუშაო შეხვედრა შედგა.

სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება დაიწყო

10 მარტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ მიერ ორგანიზებული სემინარი საქართველოს მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავების საკითხებს შეეხო.

პრეზიდენტმა ბათუმიდან განათლების სფეროს პრიორიტეტებზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ახალი თურქული სკოლა-ლიცეუმი გახსნა. სკოლის გახსნამდე პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა განათლების სფეროს პრიორიტეტებზე, ყურადღება გაამახვილა განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ რამდენიმე კონკრეტულ აქტივობაზე.

რეგიონებში პროფესიული ცენტრები უნდა გაძლიერდეს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აჭარის რეგიონის პროფესიული სასწავლებლები მოინახულა, მათ შორის ქობულეთის პროფესიული სწავლების ცენტრი, სადაც ხდება კვალიფიციური კადრების მომზადება ტურიზმის სფეროში დასასაქმებლად.

დიმიტრი შაშკინმა 8 მარტი ღვაწლმოსილ პედაგოგს პირადად მიულოცა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 50-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ღვაწლმოსილ მასწავლებელს, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორს ქალბატონ დოდო ნაზირიშვილს სახლში ეწვია, ქალთა დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ტრენინგი სკოლის დირექტორებისთვის

საჯარო სკოლების ეფექტურად მართვის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინისა და განათლების სისტემის ,,საქართველოს განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანების’’ ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორებს ტრენინგები ჩაუტარდებათ.

მინისტრმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების დირექტორებს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 500-მდე სკოლის დირექტორს შეხვდა.

უმაღლესი განათლების მიღება უცხოელთათვის მიმზიდველი უნდა გახდეს

განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით აკადემიური სამიტი გაიმართა, რომელიც განათლების ინტერნაციონალიზაციასა და მობილობის პროცესის ხელშეწყობას მიეძღვნა.

”ახალგაზრდობა უდანაკარგოდ” – ახალი კონკურსის დევიზი

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და უსაფრთხო სკოლის” კამპანიის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს პროკურატურამ მოსწავლეთა ნახატების ერთობლივი კონკურსი გამოაცხადა თემაზე ”ახალგაზრდობა უდანაკარგოდ”.

პრეზიდენტის სასწავლო - სამაგისტრო პროგრამა

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 იანვრის №66 ბრძანებულების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სსიპ - განვითარებისა და რეფორმების ფონდის სასწავლო-საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს ამიერიდან ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.