სიახლეები

სასერტიფიკაციო გამოცდის გამსვლელი ქულა მარტის ბოლოს გახდება ცნობილი
საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2400-მა მასწავლებელმა ქ. ქუთაისში ნებაყოფლობითი სერტიფიკაციისათვის საცდელი ტესტირება გაიარა. პრეტესტის შედეგებით დადგინდა, რომ მასწავლებელთა ნებაყოფლობითი სერტიფიცერება პედაგოგებისთვის მარტივად დაძლევადია.
დიმიტრი შაშკინმა დედის დღე ქალბატონებს რუსთავიდან მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 3 მარტს ქ. რუსთავში გურასაშვილების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს ეწვია.
საჯარო სკოლების კომპიუტერიზაციის ახალი პროექტი დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო” პროგრამა „ირმის ნახტომის“ ფარგლებში, დონორ ორგანიზაციასთან ერთად “სხივი XXI”, სკოლების კომპიუტერიზაციის ახალ პროექტს ახორციელებს.
Mes.gov.ge ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სამთავრობო საიტია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განახლებული საიტის პრეზენტაცია გაიმართა. Mes.gov.ge, დღეის მონაცემებით, დამთვალიერებელთა რაოდენობის მიხედვით სამთავრობო საიტთა შორის მეორე ადგილზეა
1500-მა პედაგოგმა საცდელი ნებაყოფლობითი ტესტირება გაიარა
მასწავლებელთა ნებაყოფლობითი სერტიფიცირების ფარგლებში, 27-28 თებერვალს, პირველად საქართველოში, საცდელი ტესტირება ქ. ქუთაისში ჩატარდა და მასში მონაწილეობისათვის 1500 პედაგოგი დარეგისტრირდა.
ევროპული სკოლის მოსწავლეებს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე ჰყავთ
პრეზიდენტის მიერ ბათუმში პედგოგებთან შეხვედრისას გაჟღერებული ინიციატივების საფუძველზე გრძელდება სკოლებში მოსწავლეთა თვითმართველობის არჩევნები.
სამინისტროში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გამართული შემოქმედებითი კონკურსის ”ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია” გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა
დიმიტრი შაშკინი ახალი საიტის www.200.org.ge პრეზენტაციას დაესწრო
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველო-რუსეთის ორასწლოვანი კონფლიქტის შესახებ მომზადებული ვებგვერდის პრეზენტაციას დაესწრო და ამავე თემაზე გამართულ კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოში უპრეცედენტო პროექტი ამოქმედდება
1 მარტიდან ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” იწყება. პროგრამის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და ჩვენს ქვეყანაში 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანას ითვალისწინებს.
მინისტრი დიპლომების გადაცემის ცერემონიალს დაესწრო
საქართველოს უნივერსიტეტის 120 სტუდენტს, რომელთაც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სრული კურსი გაიარეს და უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები არიან სახელმწიფო დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
დიმიტრი შაშკინი საქართველოს კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა კერძო სკოლების დირექტორებთან განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე და მათი განხორციელების გზებზე ისაუბრა.
საერთაშორისო კონკურსი „ ალიანტე – 2010” იწყება
“ალიანტე” ნატოსა და საერთაშორისო ურთიერთობების თემაზე ევროპაში ყველაზე წარმატებული საერთაშორისო კონკურსია. მასში საჯარო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების 15-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობენ.
გრძელდება სოციალური დიალოგი მთავრობასა და პროფესიულ კავშირებს შორის
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები პროფესიული ”სინდიკატის” პრეზიდენტს ტატო შავშიშვილსა და ორგანიზაციის სხვა წევრებს შეხვდნენ.
სკოლის პედაგოგები ეროვნული სკრინინგ ცენტრის პროგრამაში ჩაერთვებიან
ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ირინე ქურდაძემ პედაგოგებთან შეხვედრა გამართეს.
დიმიტრი შაშკინი ეროვნულ კონფერენციას ”თამბაქო ან ჯანმრთელობა” დაესწრო
ორდღიანი კონფერენცია საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა გახსნა და მის მუშაობაში განათლებისა და მეცნიერების, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრები მონაწილეობდნენ.
კონკურსში გამარჯვებული მოსწავლე ლეპტოპით დაჯილდოვდა
”ახალგაზრდობა უდანაკარგოდ!” სლოგანისათვის თბილისის 54-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასელი თინათინ ყიფიანი კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა.
სამინისტრომ გრიფის მინიჭების ახალი წესი შეიმუშავა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სახელმძღვანელოთა გრიფირების ახალ წესზე მუშაობა დასრულდა.
მინისტრმა პედაგოგები დააჯილდოვა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ 2009 – 2010 სასწავლო წელს განხორციელდა ტრენინგების პროგრამა "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში".
შეხვედრა მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლებთან
პრემიერ-მინისტრის 2009 წლის №335 ბრძანებით დაიწყო სოციალური დიალოგი მთავრობასა და პროფესიულ კავშირებს შორის. დიალოგის რეჟიმი დღემდე გრძელდება.
დიმიტრი შაშკინმა უსინათლო ბავშვთა სკოლას საჩუქრები გადასცა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლას ეწვია და ბრაელის საბეჭდი მანქანა, ბრაელის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები და ტაქტიკური სასწავლო მასალები გადასცა.
ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაფინანსებით პროექტი ”მომავალი შენია” განახლებული ფორმატით ჩატარდება.სიახლეები ვერ მოიძებნა.