ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

შეხვედრა სკოლებში სპორტის გაკვეთილების შემოღებასთან დაკავშირებით

საჯარო სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით შეცვლასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით ნამგალაურმა და სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციების ხელმძღვანელებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.

იმერეთის რეგიონში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულ ლაშა მაქაცარიასთან ერთად წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ახლადგარემონტებული №1 საჯარო სკოლა გახსნა.

52-ე საჯარო სკოლაში ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა

განათლების რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში, საქართველოში ე.წ. ”ALUMNI” პროგრამის ჩამოყალიბება და განვითარება დაიწყო. პროგრამა წარმატებით ხორციელდება დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

შეხვედრა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან

უცხო ენების სწავლების გაძლიერების მიზნით პედაგოგები საზღვარგარეთიდან ჩამოვლენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განხადებით, 2010 წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში კიდევ ერთი ახალი პროექტი განხორციელდება.

პრეზენტაცია ჟურნალისტთა კორპუსისათვის

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში ორდღიანი გასვლითი სემინარი მოუწყო. სემინარის მთავარი მიზანი მათთვის 2010-2011 წლებში ზოგად განათლებაში დაგეგმილი სიახლეების გაცნობა იყო.

კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ოლიმპიურ თემატიკაზე ჩატარებული ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში გამარჯვებული, 12 წლამდე ასაკის, სამი მოსწავლე პორტარტული კომპიუტერებით დაასაჩუქრა.

სახელმწიფო 100-ზე მეტ სამეცნიერო კვლევას დააფინანსებს

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 103 პროექტისა და ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული 31 პროექტისთვის ბიუჯეტიდან წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საჯარო სკოლებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი სასწავლო კურსის შემოღებასთან დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს, თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკატერინე ზღულაძესა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილეს დავით იოსელიანს შეხვდა.

დიმიტრი შაშკინი ამერიკის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა

განათლებისა დa მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს მდივანთან ალინა რომანოვსკისთან, საქართველოში ამერიკის ელჩ ჯონ ბასთან, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს სპენსერ ბოიერსთან და ამერიკის დელეგაციის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გაცვლითი პროგრამების მოცულობა გაიზრდება და 2010 წელს შეერთებულ შტატებში სასწავლებლად ორჯერ მეტი მოსწავლე წავა.

სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი სასწავლო კურსი

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების სისტემის რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში, სკოლებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალ სასწავლო კურსს შეიმუშავებს.

სამუშაო შეხვედრა პირველი კლასის ქართული ენის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, პირველი კლასის ქართული ენის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

“რუსთაველის ფონდის” სამეცნიერო საბჭოს სხდომა გაიმართა

20 იანვარს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) სამეცნიერო საბჭოს 2010 წლის პირველი სხდომა გაიმართა.

დიმიტრი შაშკინმა მიმდინარე რეფორმების პრეზენტაციით რეგიონებში გასვლა დაიწყო

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საგარეჯოსა და გურჯაანის 200-მდე პედაგოგსა და მოსწავლეს შეხვდა და მათ 2010-2011 წლებში ზოგად განათლებში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

მინისტრმა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე პრეზენტაცია გამართა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 150-ზე მეტ მოსწავლეს, მასწავლებელსა და დირექტორს შეხვდა და მათ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ იმ სიახლეებზე, რომელთაც სამინისტრო 2010-2011 წლებში ეტაპობრივად განახორციელებს.

დიმიტრი შაშკინი №198 საჯარო სკოლაში ზეიმს დაესწრო და პედაგოგებს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 198-ე საჯარო სკოლას ეწვია. სკოლაში 150 მოსწავლე სწავლობს, მათგან 90% სპეციალური საჭიროების მქონეა, 10% - სოციალურად დაუცველი.

გამოწვევები 2010 –2011 წლებში

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები 2010 –2011 წლებში

წყნეთის ბავშვთა სახლში ბიბლიოთეკა გაიხსნა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წყნეთის ბავშვთა სახლის განახლებული ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრო. ბიბლიოთეკა ”ბი-ემ-კეი”-ჯგუფმა გაარემონტა და სახელმძღვანელოებით აღჭურვა.

სასწავლო ოლიმპიადა 2010 დაიწყო

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა თბილისის 89-ე საჯარო სკოლაში განთავსებული ცენტრი მოინახულეს და ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.

დიმიტრი შაშკინი №200 საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმს დაესწრო

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის მე-200 საჯარო სკოლას ეწვია, მოსწავლეებს ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

მინისტრი ”კათარზისს” ეწვია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სათნოების სახლს ”კათარზისი” ეწვია. მინისტრმა მოხუცებულებს ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

საახალწლო ზეიმი დევნილი მოსწავლეებისათვის

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ 250 მოსწავლეს ახალი წლის დადგომა მიულოცა და საახალწლო ნუგბარით დაასაჩუქრა.